სპეკულაციების გამოსარიცხად, მმართველი გუნდის პოზიციაა, შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს

სპეკულაციების გამოსარიცხად, მმართველი გუნდის პოზიციაა, შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს

მმართველის გუნდის პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რა სისტემაზე შეთანხმდება საკონსტიტუციო კომისია, შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდეს.

ამის შესახებ საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. 

კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში შეთანხმებული ყველა ნორმა და ყველა ახალი რეგულაცია, შეიძლება, ერთ დროს არ ამოქმედდეს. კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხია სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები, „რათა გამოირიცხოს ყველანაირი სპეკულაციები, თითქოს რეფორმის მიზანი გიორგი მარგველაშვილისთვის პირდაპირი წესით არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვაა“.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა მმართველ გუნდში ხელმძღვანელობის დონეზე (ეს მსჯელობა ჯერჯერობით არ შემდგარა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, გაფართოებულ დონეზე) და მე შემიძლია გაგაცნოთ ამ მსჯელობის შედეგები, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია საერთო სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენი წარმოდგენაც ვერ იქნება თავისი მნიშნელობით საბოლოო დატვირთვის. კომისია არის შექმნილი იმისთვის, რომ განვაგრძოთ მსჯელობა, უბრალოდ ჩვენი საერთო ხედვა გვინდა წარმოგიდგინოთ, რომლის საფუძველზეც შეიძლება გაგვიადვილდეს ცალკეულ ნორმებზე და ზოგადად, სისტემაზე მსჯელობა. ვიდრე სისტემის აღწერაზე გადავალთ, მანამდე აღვნიშნავ, რომ გარკვეული რეგულაციების ამოქმედება პოლიტიკური კონტექსტის და პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორზე, ანუ ყველა ნორმა და ყველა ახალი რეგულაცია, შეიძლება, ერთ დროს არ ამოქმედდეს. თუ რას შეიძლება შეეხებოდეს ეს ყველაფერი, მოგვიანებით დავაკონკრეტებ. ვიტყვი მაგალითად, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი შეიძება იყოს საპრეზიდენტო არჩევნები. ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. ხშირად იყო საუბარი იმაზე, თითქოს მთავარი და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნის და რეფორმის გატარების იყოს ის, რომ ჩვენ არ მიგვეცა მოქმედი პრეზიდენტისთვის ხელახლა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი სპეკულაციებისთვის საბაბიც კი არ უნდა დავტოვოთ. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის პოზიცია არის ის, რომ სასურველია, ასეთი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, ჯერ ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები და შემდგე გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომლზეც ჩვენ შეიძლება შევჯერდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.