მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  მეწარმეების უნარების ამაღლების, პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობისა და არსებული ბიზნესის შემდგომი განვითარების  მიზნით,  კონკრეტული ბენეფიციარებისთვის მარკეტინგული მომსახურების შეთავაზება დაიგეგმა, რაც მოიცავს მათთვის 3 თვიან  საკონსულტაციო მომსახურებას და მის ფარგლებში სასწავლო კურსის განხორციელებას.  

პროგრამის ბენეფიციარებისათვის სასწავლო სემინარი 4 მარტს, სასტუმრო „ფაბრიკას“ ტერიტორიაზე (თბილისი, ნინოშვილის 8),   10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. 

4 მარტს დაგეგმილ სემინარზე მეწარმეობის კუთხით საქართველოში არსებული შესაძლებლობები და  პრობლემატიკა,  ფასდადგენასთან, პროდუქტის შეფუთვასა და ბრენდირებასთან დაკავშირებული და სხვა, ბიზნესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელი საკითხები იქნება განხილული.