უზენაეს სასამართლოსთან ”რუსთავის 2”-ის მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან

უზენაეს სასამართლოსთან ”რუსთავის 2”-ის მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან

უზენაეს სასამართლოსთან ”რუსთავის 2”-ის მხარდასაჭერად მოქალაქეები იკრიბებიან. მათი თქმით, სასამართლოსთან თავისუფალი სიტყვის დასაცავად მივიდნენ. 

უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული საქმის განხილვის პარალელურად გაიმართება. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, საკოორდინაციო საბჭო, ”ევროპული საქარათველოს” წევრები და რიგითი მოქალაქეები. 

უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავის განხილვა სასამართლოს დიდი პალატის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება.