კირა ნაითლი თხოვდება(VIDEO)

კირა ნაითლი თხოვდება(VIDEO)

ჰოლივუდის ინგლისელი მსახიობი კირა ნაითლი თხოვდება. ცნობილმა კინომსახიობმა მის ნიშნობაზე გავრცელებული ჭორები ოფიციალურად დაადასტურა. 26 წლის კირა ნაითლი და 28 წლის ბრიტანელი მუსიკოსი ჯეიმსი რიგტონი  მსახიობი,  უკვე წელიწადზე მეტია ხვდებიან.  ეს დრო კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კირა ჯეიმსს ცოლობაზე დასთანხმებოდა.

„შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ, რომ კირა და ჯეიმი დაინიშნნენ“,-აცხადებს კირას წარმომადგენელი.

ქორწილის დრო, თარიღი და სხვა წავრილმანები ჯერჯერობით უცნობია.

„ოსკარის“ ნომინანტი მსახიობი საკუთარ კოლეგას - რუპერტ ფრენდს 5 წელი ხვდებოდა. წყვილმა ერთად ითამაშა ფილმში „სიამაყე და ცრურწმენა“ . კირა და რუპერტი ერთმანეთს 2011 წლის იანვარში დაშორდნენ. აპრილიდან კი პაპარაცებმა კირა ჯეიმსთან ერთად დააფიქსირეს. წყვილს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ერთად ოფიციალურად არასდროს გამოჩენილან, თუმცა რეპორტიორებსა და ფოტოგრაფებს მათი ჰარმონიული ურთიერთობა ყურადღების მიღმა არასდროს დარჩენიათ.