კახა კალაძე არღვევს კანონს და უპასუხისმგებლობას გამოხატავს არამარტო უმცირესობის, არამედ პარლამენტის მიმართაც

კახა კალაძე არღვევს კანონს და უპასუხისმგებლობას გამოხატავს არამარტო უმცირესობის, არამედ პარლამენტის მიმართაც

პარლამენტის ღირსების საკითხია ნახოს ის ხელშეკრულება, რომელიც ,,გაზპრომს’’ ეხება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა.

რატიანის თქმით, კალაძე პარლამენტში დებატებზე მისვლას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უპასუხისმგებლობას გამოხატავს არამარტო უმცირესობის, არამედ პარლამენტის მიმართაც.

,,პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ დებატებს და როგორც ჩანს, კახა კალაძე არ აპირებს ს პარლამენტში მოსვლა. ის კიდევ ერთხელ არღვევს კანონს და უპასუხისმგებლობას გამოხატავს არამარტო უმცირესობის, არამედ მთლიანად პარლამენტის მიმართაც. ჩვენ მოვითხოვთ ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის შექმნას. პარლამენტის ღირსების საკითხია ნახოს ის ხელშეკრულება, რომელიც ეხება ,,გაზპრომს“, -განაცხადა სერგო რატიანმა.