საჭიროდ არ ჩავთვალეთ ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში - დღევანდელი შოუ არ შედგა

საჭიროდ არ ჩავთვალეთ ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში - დღევანდელი შოუ არ შედგა

საჭიროდ არ ჩავთვალეთ ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში - დღევანდელი შოუ არ შედგა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა თბილისის საკრებულოში მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის შესახებ მერიის წარმომადგენლების დაბარებას. საკრებულოში მათ დღეს ელოდებოდნენ.

“ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, არის აბსოლუტურად კანონიერი. ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად პოლიტიკური შოუს სანახავად და მოწყობის მიზნით ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა საკრებულოში. შესაბამისად, დღევანდელი შოუ არ შედგა. თუ ვინმეს რამეში ეპარება ეჭვი მასალები რეაგირებისთვის გადაგზავნილია პროკურატურაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება. თუმცა, გამოძიებისთვის არამგონია რაიმე საინტერესო იყოს“, - განაცხადა ნარმანიამ.