მთავარია მამა გიორგის მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ერი და ბერი დადგეს ერთად, სიმართლის მხარეს, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, მოითხოვს თუ არა საპატრიარქოში აუდიტის შესვლას, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ახლა მეათეხარისხოვანია.
„აუდიტის შესვლა მეათეხარისხოვანია. ახლა მთავარია მამა გიორგის ამ მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ერი და ბერი დადგეს ერთად სიმართლის მხარეს”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები შეიკრიბნენ. სასულიერო პირთა ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრა სწორედ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს მიეძღვნება.