მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა ჩვენი ტკივილია, - ამის შესახებ საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.
მამა გიორგი თევდორაშვილი საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა და ის მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ შეხვედრას ესწრება.
მისი თქმით, მთელი საქართველო არის დაინტერესებული გაირკვეს დეტალები მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით.
“ჩვენი ტკივილია მამა გიორგის მდგომარეობა. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება, გაირკვევა მტყუან-მართალი”, - განაცხადა მამა გიორგიმ.
საქართველოს საპატრიარქოში სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები შეიკრიბნენ. სასულიერო პირთა ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრა სწორედ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს მიეძღვნება.