მაიკლ პენსთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება

მაიკლ პენსთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება

საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ გარღმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამის შესახებ აღინიშნა მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, მაიკ პენსთან შეხვედრა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„ეს იყო ძალიან წარმატებული ორდღიანი ვიზიტი. უმნიშვნელოვანესი შეხვედრები შედგა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან მოკლე, მაგრამ ძალიან საგნობრივი და ძალიან თბილი შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არამხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სრულიად სხვა საფეხურზე გადავა, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ამ შეხვედრას წინ უძღოდა ძალიან წარმატებული ვიზიტები: საგარეო უწყების ხელძღვანელთა შეხვედრები, საპარალამენტო დელეგაციის ვიზიტი თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა, სადაც საქართველოში მიმდინარე სამხედრო რეფორმა ძალიან დადებითად შეფასდა. მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, არის ძალიან პოზიტიური“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.