ცნობილ როკმენს ყოფილ კოლეგებთან დაძაბული პირადი ურთიერთობა გააჩნია და ბოლო წლების განმავლობაში მათთან კონტაქტს კატეგორიულად თავს არიდებს.
ჯაგერმა ჯგუფის იუბილე ტელეგადაცემაში „Saturday Night Live” აღნიშნა. მასთან ერთად სცენაზე ჯგუფები „Foo Fighters”, “Arcade Fire” და მომღერალი ჯეფ ბეკი გამოვიდნენ.
მიკ ჯაგერმა „The Rolling Stones”-ის რამდენიმე პოპულარული სიმღერა შეასრულა.
კონცერტის დასასრულს მისმა ყველა მონაწილემ ჯაგერის ყოფილი ჯგუფის კომპოზიციები „Ruby Tuesday”, “She’s A Rainbow” და „The Last Time” ერთად იმღერეს.