აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თვლის, რომ ნატო-ს ქვეყნებმა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობები უნდა ჩამოაყალიბონ, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ძალის პოზიციიდან საუბარს არ გამორიცხავს.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, მსგავსი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე გააკეთა.
„ჩვენ ღია ვართ მოსკოვთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ რეალისტებად ვრჩებით ჩვენს მოლოდინებში და ჩვენს დიპლომატებს ძალის პოზიციიდან მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ”, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.
„ჩვენ მზად არ ვართ უარი ვთქვათ ალიანსის ღირებულებებზე და საშუალება მივცეთ რუსეთს თავისი ქმედებებით უფრო ხმამაღლა ისაუბროს“, - დასძინა მეტისმა.