პარლამენტში „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ

პარლამენტში „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "გაზპრომ ექსპორტთან" გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას და გაუქმებას ითხოვს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილავენ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის ინიცირებული.

დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, მისთვის ფაქტობრივად ცნობილია "გაზპრომთან" გაფორმებული შეთანხმების შინაარსი და კომიტეტის სხდომაზე გაიმართება პრეზენტაცია, თუ რა ოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ.

"ჩვენ ეს კონტრაქტი, ფაქტობრივად, ვიცით და პრეზენტაციაზე დავინახავთ, თუ რამდენი ათეული მილიონი ლარის ზარალი მიაყენა ამ ხელშეკრულებამ საქართველოს. რაც შეეხება პოლიტიკურ ზარალს, ეს კიდევ სხვა საკითხია", - განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ "გაზპრომ ექსპორტთან" გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს და შემდეგ უნდა შევეცადოთ მის გაუქმებას - სასამართლო თუ სხვა ფორმით.