დონალდ ტრამპი ყირიმის ანექსიას ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკას უკავშირებს

დონალდ ტრამპი ყირიმის ანექსიას ბარაქ ობამას საგარეო პოლიტიკას უკავშირებს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ უკრაინული ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიას თავისი წინამორბედის, ბარაქ ობამას რუსეთთან დაკავშირებულ საგარეო პოლიტიკას უკავშირებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპი „თვითერის“ პირად გვერდზე წერს.

„ყირიმი რუსეთმა ობამას პრეზიდენტობის დროს აიღო. ობამა ძალიან რბილი ხომ არ იყო რუსეთთან?“, - წერს ამერიკის პრეზიდენტი.

ცნობილია, რომ 14 თებერვალს, თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი რუსეთისგან უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას ელოდება.