დონა სამერი ნეშვილში დაკრძალეს

დონა სამერი ნეშვილში დაკრძალეს

რამდენიმე დღის წინ, 63 წლის ასაკში ცნობილი მომღერალი დონა სამერი გარდაიცვალა. მუსიკოსი ქალაქ მაიმიში იმყოფებოდა და ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობდა.

ექიმების განცხადებით, მომღერალი ფილტვის კიბოთი იყო დაავადებული. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მკურნალობის კურსი ჩაიტარა, მაგრამ უშედეგოდ.

დონა სამერი ორი დღის წინ მშობლიური ქალაქი ნეშვილის სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამგლოვიარო ღონისძიება დახურულ ხასიათს ატარებდა და მას მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები დაესწრნენ. მასზე საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები არ დაუშვეს. საყვარელ მომღერალთან გამოთხოვება მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმაც ვერ მოახერხეს.