ჯგუფის ლიდერი ჰარი ბარლოუს მტკიცებით, მომავალი წლის დასაწყისში ის და მისი კოლეგები ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდებიან. ჯერჯერობით უცნობია ახალი დისკის სახელწოდება და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი.
საინტერესოა, რომ დისკის მომზადებაში რობი უილიამსიც მიიღებს მონაწილეობას. ბოლო რადენიმე წლის განმავლობაში უილიამსი საკუთარი კარიერითაა დაკავებული და „Take That”-ის კონცერტებში იშვიათად მონაწილეობს.
ჯგუფი “Take That” 1990 წელს ჩამოყალიბდა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ჰარი ბარლოუ, მარკ ოუენი, ჯეისონ ორანჯი, ჰოვარდ დონალდი და რობი უილიამსი. 1993-1996 წლებში ზედიზედ რვაჯერ დიდი ბრიტანეთის ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა. მათი სინგლი “Back For Good” ინგლისში და აშშ-ში დღემდე საუკეთესოთა რიცხვში შედის.