ნატალი პორტმანს ვესტერნში გადაიღებენ (VIDEO)

ნატალი პორტმანს ვესტერნში გადაიღებენ (VIDEO)

ოსკაროსანი მსახიობი ნატალი პორტმანი  ახალ ვესტერნში მთავარ როლს შეასრულებს. ფილმის სახელწოდებაა, -„ ჯეინმა იღებს იარაღს“ და მისი რეჟისორი ლინი რემსია. ნატალი ამ ფილმში, მსახიობიცაა და პროდიუსერიც.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პორტმანის ქმარი ერთ-ერთი ბანდის წევრი დამნაშავე აღმოჩნდება. ერთხელაც ის სახლში  ცეცხლსასროლი იარაღით  მძიმედ დაჭრილი ბრუნდება, უკან კი, მისივე ბანდის უკმაყოფილო წევრები მოსაკლავად მოსდევენ. ნატალის გმირი, თავდაცვის მიზნით იძულებულია ხელში იარაღი აიღოს და ოჯახი თავადვე დაიცვას.

როდის დაიწყება გადაღებები და ვინ იქნებიან ნატალის პარტნიორები გადასაღებ მოედანზე, ჯერჯერობით უცნობია.