ჯონი დეპი ვანესა პარადის დაბრუნებაზე ოცნებობს(VIDEO)

ჯონი დეპი ვანესა პარადის დაბრუნებაზე ოცნებობს(VIDEO)

როგორც ჩანს, ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ცნობილი წყვილი ურთიერთობების აღდგენას ცდილობს. მათ 14 წლიანი რომანტიული ურთიერთობა აკავშირებთ და სავარაუდოდ,  ერთად გატარებულ ბედნიერ წლებს, დავიწყებას არ მისცემენ.

 დეპი და პარადი, ყოველთვის ახერხებდნენ გულშემატკივრების განერვიულებას. თავიდან, ისინი დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ ოჯახური ბედნიერებას. შემდეგ კი, ყველა შოკისმომგვრელი ამბით გააოცეს. ერთ მშვენიერ დღეს, აღმოჩნდა, რომ ბედნიერი ოჯახური ცხოვრება დასრულდა და ვანესამ დეპი სახლიდან გააგდო.

ჟურნალისტებს მათი დაშორების, რამდენიმე განსხვავებული ვერსია აქვთ. პირველი,- ჯონი დეპი დღემდე არ არის დაქორწინებული ვანესაზე. მეორე,- დეპი დიდი ხანია შემჩნეულია იმის შიშში, რომ ვანესას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს, და მესამე,- დეპმა და პარადიმ თანაცხოვრება უკვე წლებია შეწყვიტეს, თუმცა ამის დამალვას ყოველთვის გულმოდგინედ ცდილობდნენ.

ჯონის არასდროს დაუდასტურებია ვანესასთან დაკავშირებული ჭორები. ჟურნალისტების ყველა კითხვაზე ის პასუხობს, რომ ყველაფერი რასაც მათზე ამბობენ,- ჭორია და არა აქვს არაფრის ახსნას აზრი, რადგან ჟურნალისტები ყველაფერს თავის ინტერპრეტაციას აძლევენ და არასდროს სჯერათ იმის, რასაც თავად ეუბნება.

ამჯერად დეპი-პარადის წყვილის ურთიერთობას მათი ახლობლები ადასტურებენ. „ჯონი დიდი ხნის განმავლობაში, პირველად დაელაპარაკა ვანესას, ისინი ურთიერთობების აღდგენას ცდილობენ“,-ამბობენ მათი მეგობრები.

როგორც პაპარაცებმა შენიშნეს, ფილმის „მარტოხელა რეინჯერის“ გადაღების შემდეგ, რომელიც ნიუ-მეხიკოში მიმდინარეობს, დეპი სპეციალურად ჩავიდა ლოს-ანჟელესში, რათა დრო ვანესასა და ბავშვებთან,- ლილი როუზისა და ჯეკთან ერთად გაეტარებინა.

შესაძლებელია, რომ ვანესა და ჯონი თბილ ოჯახურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და არასდროს მოუწიოთ გაყრა, როგორც ეს, რამდენიმე ბედნიერ, ჰოლივუდურ ოჯახს მოუწია.