“Van Halen”-მა საგასტროლო ტურნე ჩაშალა

“Van Halen”-მა საგასტროლო ტურნე ჩაშალა

რამდენიმე თვის წინ ცნობილმა როკ-ჯგუფმა „Van Halen” ახალი ალბომი ჩაწერა. ამ ნამუშევარმა დღის სინათლე მიმდინარე წლის 7 თებერვალს იხილა. ეს ჩანაწერი ბოლო 13 წლის განმავლობაში ჯგუფის პირველი დისკი აღმოჩნდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრნენ. ამ კონცერტებში მონაწილეობა ვოკალისტ დევიდ ლი როტსაც უნდა მიეღო. ის ჯგუფში 1974-1985 წლებში ირიცხებოდა და ექვსი სტუდიური ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.

ჯგუფმა პირველი კონცერტი 10 იანვარს გამართა. ამის შემდეგ აშშ-სა და კანადაში კიდევ ოცამდე კონცერტი ჩაატარა.

გუშინ ჯგუფის ლიდერმა, ედი ვან ჰალენმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ტურნეში დარჩენილი 30-მდე კონცერტი გაუქმებულად გამოაცხადა.

ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი მუსიკოსების გადაღლა დაასახელეს. არაოფიციალური ცნობით, კი დევიდ ლი როტმა და ედი ვან ჰალენმა საერთო ენა კვლავ ვერ გამონახეს.