მსოფლიოში ყველაზე ლამაზი - ბარ რაფაელი (VIDEO)

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი - ბარ რაფაელი (VIDEO)

ცნობილი ჟურნალი Maxim-ი  ყველაზე ლამაზი ქალების მორიგ რეიტინგს აქვეყნებს. პირველად გამოცემის არსებობის ისტორიაში რეიტინგის კვლევა საზოგადოებრივ აზრზეა დაფუძნებული. სიაში ას ლამაზმანს შორის,  პირველი ადგილი  26 წლის ებრაელმა ტოპ-მოდელმა ბარ რაფაელმა დაიკავა.  

რაფაელმა ცოტა ხნის წინ, გადაწყვიტა ძალებს კინემატოგრაფში მოესინჯა. მოდელს საფრანგეთისა და ისრაელის ერთობლივ პროექტში იღებენ. ფილმს -„კიდონი“ (Kidon) ჰქვია და რაფაელი მასში მთავარ როლს შეასრულებს. 

ბარ რაფაელი ჰოლივუდის ვარსკვლავ ლეონარდო დიკაპრიოს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდა, თუმცა მათი ურთიერთობა მაშინ დასრულდა, როდესაც რაფაელმა აღმოაჩინა, რომ ლეონარდო ოჯახის შესაქმნელად მზად არ იყო.

 ლეონარდოს შემდეგ ის ებრაელ მილიარდერ დავიდ ფიშერს ხვდებოდა. შემდეგ კი, რაფაელმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის პიერ სარკოზისთან გააბა რომანი.

ჟურნალი Maxim-ის მკითხველებმა სიაში მეორე ადგილზე ამერიკელი მსახიობი ოლივია მანი, ხოლო მესამეზე კი 28 წლის, უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი გაიყვანეს.
Maxim-ის მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების სიაში, ერთადერთი მამაკაცი მოხვდა,- 48 წლის ამერიელი მსახიობი, სატირიკოსი, რეჟისორი და მწერალი სტივენ კოლბერტი. ის 69 ადგილზე ფიგურირებს.

შერონ სტოუნი და სკარლეტ იოჰანსონი სიაში მე-16-17-ე ადგილებს იკავებენ. რიჰანა 32-ეს, ჯესიკა ალბა კი, 33-ადგილზეა.