Billboard Music Awards-ის ტრიუმფატორი ადელი გახდა (VIDEO)

Billboard Music Awards-ის ტრიუმფატორი ადელი გახდა (VIDEO)

ლას ვეგასში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება  Billboard Music Awards 2012 -ი გაიმართა.  ბილბორდის დაჯილდოვება 1992 წლიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ცერემონია, ყოველწლიურად ხდება ცნობილი შემსრულებლებისა და სელებრითების თავშეყრის ადგილი.  ბილბორდის წითელ ხალიჩაზე, ტრადიციულად წელსაც ვარსკვლავთცვენა იყო. მოგეხსენებათ მსგავს დაჯილდოებებზე, პაპრაცები და მოდის კრიტიკოსები განსაკუთრებული ყურადღებით მუშაობენ.

წითელ ხალიჩაზე მომღერლები სხვადასხვა დიზაინერების სამოსით გამოჩნდნენ და ბუნებრივია, მედიაც მათი „ლუქებით“ მაშინვე დაინტერესდა. წითელ ხალიჩაზე თავს იწონებდნენ,  კეიტი პერი, ტეილორ სვიფტი, ჯასტინ ბიბერი მაილი საირუსი და სხვები.  ამ უკანასკნელის ჩაცმულობამ Us Magazine-ის თქმით, უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, როგორც ჩანს მაილი, აზრზე არ იყო, როგორ ჩაცმულობას მოითხოვდა მსგავსი სერიოზული ცერემონია. 19 წლის მომღერალს ჟან პოლ გოტიეს თეთრი მოსაცმელი ეცვა ქრისტიან ლუბუტინის ფეხსაცმელზე და სხვა მომღერლების ფონზე ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.

მისგან განსხვავებით, დადებითი შეფასებები დაიმსახურეს 22 წლის მომღერლებმა ტეილორ სვიფტმა თავისი წითელი ელი სააბის კაბით და ჯორდინ სპარკსმა დაიან ვონ ფურცენბერგის მშვენიერი კაბით. ასევე ბლუმარინის მშვენიერ კაბაში იყო გამოწყობილი 29 წლის მომღერალი კეტი პერი.

 

სხვათა შორის, კეტი პერმა დაჯილდოების ცერემონიალზე სიმღერის შესრულების დროს თვალისმომჭრელი პერფორმანსი შემოგვთავაზა. მომღერალი ბილბორდის სცენაზე „ზეციდან“ დაეშვა.

საღამოს ტრიუმფატორი, 12 პრიზით, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიტანელი შემსრულებელი ადელი გახდა.  ის  ერთდროულად 18 კატეგორიაში იყო წარდგენილი, მათ შორის „საუკეთესო შემსრულებელი“, „საუკეთესო პოპ-შემსრულებელი“ და  „საუკეთესო პოპ-სიმღერა“. „საუკეთესო როკ-კომპოზიციის“  სახელისთვის ერთმანეთს მეტოქეობას უწევდნენ ადელის ორი კომპოზიცია, „Rolling in the Deep“ და „Someone Like You“ .