კიდევ ერთი ბოიკოტი ლედი გაგას (VIDEO)

კიდევ ერთი ბოიკოტი ლედი გაგას (VIDEO)

ეპატაჟური პოპ-შემსრულებელი ლედი გაგა პოპულარული გახდა არა მხოლოდ მისი ვოკალური მონაცემების დამსახურებით, არამედ სკანდალური გამოხტომებითა და იმიჯით. ცოტა ხნის წინ, მომღერალს არც სახის მოხატვამ, არც თმების ავანგარდულმა ვარცხნილობამ და არც  ეპატაჟურმა ჩაცმულობამ არ უშველა, პირიქით დააზარალა კიდევაც.

საქმე იმაშია, რომ  უკვე მესამე აზიური ქვეყანა გამოვიდა, გაგას კონცერტების წინააღმდეგი. ამჯერად საპროტესტო აქციას ფილიპინები შეუერთდა, ისინი მიიჩნევენ, რომ ლედი გაგას „კრეატიულობა“ მათ რელიგიურ ღირებულებებსა და შეხედულებებს შეურაცხყოფს. ეს მათთვის მიუღებელია. ფილიპინებში  მომღერლის კონცერტის ორგანიზატორებს ურჩიეს, რომ თუ ლედი გაგა ადამიანურ სახეს არ დაიბრუნებს, კონცერტი არ ჩატარდება.

შეგახსნებთ აზიის ორ ქვეყანაში, ინდონეზიასა და სამხრეთ კორეაში  მორალისა და ზნეობის დამცველებმა ლედი გაგას კონცერტებს პროტესტი გამოუცხადეს. ინდონეზიაში, კერძოდ ჯაკარტაში, რადიკალურმა ისლამისტებმა ლედი გაგას კონცერტი ჩაშალეს, ხოლო სეულში, მომღერლის კონცერტზე დასასწრებად სპეციალური ასაკობრივი ზღვარია დაწესებული.  

ლედი გაგა საზოგადოების წინაშე არაერთხელ გამოჩენილა ხორცის კაბებით 
პირველად მსგავსი რამ, მას 2012 წელს MTV Music Award-ზე ეცვა. ცოტა ხნის წინ, კი ხორცის ახალი კაბა შეიკერა და საკონცერტო ტურნეს Born This Way-ის ფარგლებში, ერთ-ერთ, კონცერტზე გამოვიდა. 

ფოტოზე, რომელიც მომღერლის აზიურ ტურნეზე ფოტოგრაფმა ტერი რიჩარდსონმა გადაიღო, სცენის დეკორია ასახული-ეს არის ხორცის მაღაზია, სადაც გასაყიდად გამზადებულ საქონლის ხორცთან ერთად, კაუჭზე თავად ლედი გაგაც არის „ჩამოკიდებული“. 

ლედი გაგას ცნობილი კაბა არგენტინული ძროხის ხორცისგან შეიკერა. მომღერლის დიზაინერმა ხორცი ყასაბს გამოართვა, რომელიც მის ოჯახს ემსახურებოდა. ექსტრავაგანტულმა ჩაცმულობამ გაგას თაყვანისმცემლებში, მოდის კრიტიკოსებსა და ცხოველთა დამცველებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.