როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, კარგი იქნება თვითონ მათ პრემია-დანამატებსაც გადავხედოთ, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად იკლო პრემია-დანამატების რაოდენობის გაცემამ. სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით მოქმედ მინისტრებს დღეს ბევრად დაბალი ანაზღურება აქვთ.
”როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, კარგი იქნება თვითონ მათ პრემია-დანამატებსაც გადავხედოთ. როცა საუბარია მეცამეტე ხელფასზე, ანუ წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ამის უფლებას იძლევა კანონი პრემიაზე და ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი დასაბუთება.
ყოველდღიურად საჯარო სამსახურიდან გაედინება ათეულობით ადამიანი, რომელებიც გადადიან უფრო მაღალანაზრაურებად ადგილებზე. დამერწმუნეთ, ზოგჯერ შეიძლება 3 000 ლარიანმა ადამიანმა გააკეთოს უფრო მეტი საქმე, ვიდრე ათმა 500 ლარზე მომუშავე ადამიანმა. როდესაც ვსაუბრობთ პრემია-დანამატებზე, მთლიანობაში მოხდა კლება და თუ ავიღებთ მაღალი თანამდებობის პირების ხელფასებს, ძალიან სერიოზული კლებაა წინა პერიოდისგან განსხვავებით. დღეს მინისტრი საქართველოში იღებს 5 000 ლარს, მაშინ, როცა ნებისმიერი მინისტრის ხელფასი წინა პერიოდში, იყო გაცილებით დიდი. იყო მინისტრი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა 16 000 ლარს, იყვნენ სხვა ხელფასზე მომუშავე მინისტრებიც, მაგრამ არავინ 5 000 ლარს ან ამაზე ნაკლებს არ იღებდა”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.