19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურიდან აცნობეს, 14-15 იანვარს, დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;5 გრადუსი იქნება; დღისით - +9;+14 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -5;0 გრადუსია მოსალოდნელი, შიდა ქართლში კი -8; დღისით - +1;+6 გრადუსი;
თბილისში დღეს ღამით იქნება -1 გრადუსი; ხვალ დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება.
16 იანვარს, დასავლეთ საქართველოს მთაში - თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -1;+4 გრადუსი იქნება; დღისით კი +9;+14 გრადუსი;
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -6;-1 გრადუსი იქნება, დღისით - +5;+10 გრადუსი;
თბილისში ღამით მოსალოდნელია -1 გრადუსი; დღისით ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება.
17 იანვარს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და დღისით ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობში ღამით - +2;+7; დღისით +11; +16 დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -5;0 გრადუსი იქნება, დღისით - +4;+9 გრადუსი;
თბილისში ღამით 0; ხოლო დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი.
19 იანვრიდან კი, საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს.