Newsweek: ტერორიზმისა და მთავრობის ზეწოლებს  შორის დარჩენილ თურქულ საზოგადოებას საფრთხე ემუქრება

Newsweek: ტერორიზმისა და მთავრობის ზეწოლებს შორის დარჩენილ თურქულ საზოგადოებას საფრთხე ემუქრება

აშშ-ის ჟურნალ Newsweek-ში ენდრიუ გარდნერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით - ″ტერორიზმისა და მთავრობის ზეწოლებს შორის დარჩენილ თურქულ საზოგადოებას საფრთხე ემუქრება″ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საგანგებო მდგომარეობა თურქულ საზოგადოებას შიდა კონფლიქტის რისკის ქვეშ აყენებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია ამნისტიის მკვლევარმა თურქეთის საკითხებში ენდრიუ გარდნერმა ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ში, საგანგებო მდგომარეობის მეორედ გაგრძელების შემდეგ თურქეთში პრესის და აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. გარდნერი სტატიაში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის საგანგებო მდგომარეობა თურქულ საზოგადოებას შიდა კონფლიქტის რისკის ქვეშ აყენებს დაგადატრიალების მცდელობიდან დღემდე ათი ათასობით კაცი იქნა დაპატიმრებული და დაახლოებით 400 არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა.

გარდნერნითავის სტატიაში თურქეთში პრესის თავისუფლების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თურქეთში ამ დროისათვის დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობა,  მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს.

გარდნერის თქმით, თურქეთის შევსებულ ციხეებში მყოფთაგან უმეტესი თითქმის უმიზეზოდაა დაპატიმრებული.

″პრეზიდენტ ერდოღანს ″ჩაის არ მივართმევ″ - ამ სიტყვების გამო, პრეზიდენტზე შეურაცხოფის მიყენების ბრალდებით ცხრა დღის განმავლობაში პატიმრობაში მყოფი გაზეთ Cumhuriyet-ის სასადილოს მფლობელი შენოლ ბურჰანის მდგომარეობამაც ამ მდგომარეობის მაგალითია. ყველამ ყურადეღება უნდა მიაქციოს თავის ნათქვამს. თურქეთის ახალი რეალობა ეს არის. ძალას რომელსაც მიზნად აქვს დასახული ყოველგვარი კრიტიკის გაქრობა, სერიოზულად უნდა მივიღოთ″, - წერს მკვლევარი თავის სტატიაში.

გარდნერმა აღნიშნა, რომ თურქეთის რეინაში განხორციელებულ ტერორისტული აქტით საშინელი ახალი წლის დასაწყისი გააკეთა და შეგვახსენა, რომ საგანგებო სიტუაცია 4 იანვარს კიდევ ერთხელ გაგრძელებული იქნა, რამაც იმის იმედი, რომ თურქეთი 2017 წლისათვის შედარებით უფრო უსაფრთხო და თავისუფალი ქვეყანა იქნებოდა, ჯერ კიდევ ახალი წლის დაწყებამდე გაქარწყლებული იქნა.

გარდნერმა ასევე განაცხადა: ″საგანგებო მდგომარეობა, გამოცხადებიდან დღემდე ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის შესაბამის გარემოს ქმნის და ფუნდამენტური სამართლიანი სასამართლო პირობების გარდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის საწინაარმდეგოდ დამცველ პირობებსაც აუქმებს. მთავრობა საკმაოდ ყოვლისმომცველ საგანგებო მდგომარეობას, მათი გაჩუმებისა და დაშინებისთვის იყენებს, ვინც მის მიმართ კრიტიკის უფლების გამოყენებას გაბედავს,

ახალი წელი თურქეთში ძალიან ცუდად დაიწყო. ადამიანები ისედაც ტერორისტული თავდასხმების შიშით ცხოვრობენ; ამასთან ერთად აზრის ღიად გამოხატვის არ უნდა ეშინოდეთ. ისედაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ, ამასთან ერთად თავისუფლების დაკარგვაც არ უნდა იგლოვონ″.

წყარო: http://www.cumhuriyet.com.tr/haber/turkiye/658525/Newsweek__Teror_ve_hukumet_baskisi_arasindaki_Turk_toplumu_tehdit_altinda.html