ტრამპის, სახელმწიფო და თავდაცვის მდივნობის კანდიდატების განცხადებები რუსეთთან მიმართებაში, წინააღმდეგობრივია

ტრამპის, სახელმწიფო და თავდაცვის მდივნობის კანდიდატების განცხადებები რუსეთთან მიმართებაში, წინააღმდეგობრივია

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორი ალექსეი პუშკოვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის რექს ტილერსონის და თავდაცვის მდივნობის კანდიდატის ჯეიმს მეტისის განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით ძალიან წინააღმდეგობრივია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის კურსი ჯერ შემუშავებული არ არის.

„დღეის მდგომარეობით ტრამპის, მისი მომავალი სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მდივნობის კანდიდატის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში ძალიან წინააღმდეგობრივია. აშკარაა, ადმინისტრაციის კურსი ჯერ შემუშავებული არ არის“, - დაწერა პუშკოვმა სოციალური ქსელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

მისივე თქმით, „შეტაკება ტრამპსა და მტრების კოალიციას შორის არ შეიძლება ფრედ დასრულდეს: ისინი მას ან ქვეყნის მართვის უფლებას არ მისცემენ ან ტრამპი გაანადგურებს ამ კოალიციას, უფრო მეორე“.