ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოში მეზეჰის ავიაბაზა დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოში მეზეჰის ავიაბაზა დაბომბეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა დასავლეთ დამასკოში, მეზეჰის ავიაბაზაზე რამდენიმე ავიადარტყმა განახორციელეს, - იუწყება სირიული გამოცემა Al-Masdar News. 
 ავიადარტყმების შედეგად სამხედრო აღჭურვილობის საწყობი განადგურდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ავიადარტყმები აშშ-სგან ახლახან შეძენილი მეხუთე თაობის F-35 ტიპის გამანადგურებლის მეშვეობით განახორციელეს. 
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელმა სირიის არაბული არმიის წინააღმდეგ ამ ტიპის სამხედრო თვითმფრინავი გამოიყენა. 
„სირიის შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს საპასუხო ქმედებების შესახებ აფრთხილებს“, - ნათქვამია სირიის არმიის სარდლობის განცხადებაში.
ავიადარტყმების შედეგად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.