საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ფრაქციის სახელწოდების შეცვლასა და ახალი თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ფრაქციის სახელწოდების შეცვლასა და ახალი თავმჯდომარის არჩევაზე იმსჯელებს

დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ფრაქციის სახელწოდების შეცვლა და ახალი თავმჯდომარის არჩევაა. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფრაქციას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს, თუმცა არსებული ცნობით, ასევე განიხილებოდა ირაკლი აბესაძისა და ოთარ კახიძის კანდიდატურები.

საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს და თავად ფრაქციას პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული ჯგუფი ინარჩუნებს. ისინი ჯამურად, უმცირესობის ფარგლებში 21 წევრით არიან წარმოდგენილნი. 
ამასთან, გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დეპუტატი აზერ სულეიმანოვი - დარჩება ის პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ე.წ. უგულავა-ბაქრაძე-ბოკერიას ფრთას შეუერთდება. სწორედ სულეიმანოვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, შექმნის თუ არა ნიკა მელია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას.