საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი დანით დაჭრეს

საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი დანით დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველმა განუცხადა, პოლიციელს დაზიანებები დანით აქვს მიყენებული.- 
მისი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საბურთალოს ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როდესაც დაინახა სამი მოქალაქე, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ კანონის შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რამაც აღნიშნულ მოქალაქეებში აგრესია გამოიწვია. მათ პოლიციის თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენეს. 

დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.