დონალდ ტრამპი:  რუსეთს რამე რომ ჰქონოდა „რესპუბლიკელებზე“, ისინი ამას უკვე გამოაქვეყნებდნენ

დონალდ ტრამპი: რუსეთს რამე რომ ჰქონოდა „რესპუბლიკელებზე“, ისინი ამას უკვე გამოაქვეყნებდნენ

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მიმართებაში ჰაკერულ შეტევებს რუსეთი და სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ. აღნიშნულის შესახებ მან ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს რუსეთი იყო, აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევებს სხვა ქვეყნებიც ახორციელებენ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

მისივე თქმით, რუსეთს რომ ჰქონოდა კომპრომატი „რესპუბლიკელებზე“, მოსკოვი მას გამოაქვეყნებდა. „რუსეთს რამე რომ ჰქონოდა „რესპუბლიკელებზე“, ისინი ამას უკვე გამოაქვეყნებდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.