ექსპერტ-კრიმინალისტებმა ”გირჩის” ოფისიდან 84 ძირი კანაფის ქოთანი წაიღეს

ექსპერტ-კრიმინალისტებმა ”გირჩის” ოფისიდან 84 ძირი კანაფის ქოთანი წაიღეს

”გირჩის” ოფისში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ექსპერტ-კრიმინალისტებმა პოლიტიკური პარტია ”გირჩის” ოფისი უკვე დატოვეს.

მათ ოფისიდან შესაბამის ორგანოებში წაიღეს 84 ძირი კანაფის ქოთანი, რათა ექსპერტიზა ჩაუტარდეს.

სამართალდამცველები ”გირჩის” ოფისში დღეს, დაახლოებით 12:00 საათიდან იმყოფებოდნენ.