უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ტელევიზიით გველაპარაკება, იყოს ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე

უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ტელევიზიით გველაპარაკება, იყოს ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე

უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ტელევიზიით გველაპარაკება იყოს ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა 13 იანვარს დაგეგმილი ფრაქციის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. როგორც გოგორიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე საორგანიზაციო საკითხების განხილვა მოხდება.

„13 იანვარს ფრაქციის სხდომაზე რამდენიმე საორგანიზაციო საკითხი განიხილება, მათ შორის უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, ადამიანი რომელიც ტელევიზიით გველაპარაკება, იყოს ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარე“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

რაც შეეხება პარტიის ქონებას, როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, ეს მისთვის საინტერესო თემა არ არის.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა, რომელიც გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო, 13 იანვარს ჩაინიშნა. როგორც ცნობილია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ის პარტიის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების გამართვის მიზეზით და გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. სხდომაზე ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხის დაყენებას აპირებდნენ. არსებული ინფორმაციით, მელიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი 13 იანვრის სხდომის დღის წესრიგშიც იქნება, თუმცა, არაოფიციალური ცნობით, ფრაქციის წევრების ერთი ნაწილი ასევე ფრაქციისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხის დაყენებასაც გეგმავს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ფრაქციას რამდენიმე წევრიც დატოვებს. კერძოდ, საუბარია იმ დეპუტატებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გუნდში მოიაზრებიან.