რომან გოცირიძე:  „ნაცმოძრაობაში” არსებული ჯგუფები მიდიან და მოდიან, მაგრამ პარტია რჩება

რომან გოცირიძე: „ნაცმოძრაობაში” არსებული ჯგუფები მიდიან და მოდიან, მაგრამ პარტია რჩება

პირობას გაძლევთ, ”ნაციონალური მოძრაობის” ხმა იქნება ძლიერი, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ პარტიას გარკვეული ჯგუფი ტოვებს. გოცირიძე ელოდება, რომ მიმდინარე პროცესებიდან ”ნაციონალური მოძრაობა” გაძლიერებული გამოვა.

”ნაციონალური მოძრაობიდან” საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ჯგუფი გადის. ისინი საკუთარ პარტიას ქმნიან. ეს მოხდება მშვიდად და წყნარად. 90-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავ დაშლა-არდაშლას შევსწრებივარ. ამაში საგანგაშო არაფერია. არის გიდე მოპასანის გამონათქვამი: ”პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ბანკირები რჩებიან”.”ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული ჯგუფები მიდიან და მოდიან, მაგრამ ”ნაციონალური მოძრაობა” რჩება და ის იქნება ძლიერი პოლიტიკური პარტია”, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც პარტიას ტოვებს, მომავალში თანამშრომლობა გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, რომან გოცირიძე პოლიტიკურ საქმიანობას ”ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში გააგრძელებს.