გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ტრამპი ისრაელის მიმართ უფრო მეგობრულად იქნება განწყობილი, ვიდრე ობამა იყო

გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ტრამპი ისრაელის მიმართ უფრო მეგობრულად იქნება განწყობილი, ვიდრე ობამა იყო

ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტისა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, ისრაელის მოქალაქეების უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის მიმართ უფრო მეგობრულად განწყობილი იქნება, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა იყო.

გამოკითხული მოქალაქეების 49.6% თვლის, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა მტრულად იყო განწყობილი ისრაელის მიმართ.

თუმცა, გამოკითხული მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეგობრულად იქნება განწყობილი ისრაელის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, მან საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.