განცხადებები, რომ რუსეთს დონალდ ტრამპზე კომპრომატი გააჩნია წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების მცდელობას

განცხადებები, რომ რუსეთს დონალდ ტრამპზე კომპრომატი გააჩნია წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების მცდელობას

ოფიციალური მოსკოვი თვლის, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთს კომპრომატი გააჩნია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე დონალდ ტრამპზე წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების მცდელობას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„ამაზე რეაგირება იუმორით უნდა მოხდეს. თუმცა, არის სამწუხარო მხარეც: რეალურად არსებობენ ისინი, ვინც ისტერიას ქმნიან, მხარს უჭერენ ამ კუდიანებზე ნადირობას“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ „კრემლი არ არის დაკავებული კომპრომატების შეგროვებით“.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ.

თავის მხრივ, CNN აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

CNN-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატი მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.