შს მინისტრის მოადგილე:   პრემიერის დავალება მიღებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ

შს მინისტრის მოადგილე: პრემიერის დავალება მიღებულია, მუშაობა უკვე დავიწყეთ

პრემიერ-მინისტრის დავალება მიღებულია და მუშაობა უკვე დავიწყეთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მუშაობის შედეგები საჯარო გახდება, თუმცა რა ვადაში, არ დაუკონკრეტებია.

„დავალება მიღებულია. მუშაობა უკვე დავიწყეთ და დეტალურად მოგახსენებთ ამ მუშაობის შედეგებს თუ რა კეთდება, რა გაკეთდა დავალების შესაბამისად და ეს საჯაროდ გახდება ცნობილი თქვენთვის“, -განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს „ვარდების მოედნის“ ქვემოთ მდებარე ბარებსა და სხვადასხვა ობიექტებში არსებული კანონდარღვევებით დაინტერესება დაავალა.