ოთარ კახიძისთვის უცნობია, აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე განცხადების გაკეთებას

ოთარ კახიძისთვის უცნობია, აპირებს თუ არა ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე განცხადების გაკეთებას

”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატისთვის უცნობია, აპირებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადების გაკეთებას.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ოთარ კახიძემ განუცხადა, ვანო მერაბიშვილს გუშინ შეხვდა, თუმცა პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე არ უსაუბრიათ.

”ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში დღეს არის ბოლო დღე, რათა ჩვენი მოსაზრებები გაიგზავნოს. ამაზე გვქონდა საუბარი. ვანო მერაბიშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ისედაც არ აკეთებდა განცხადებებს არასოდეს და შესაბამისად, არც გუშინ არ გვისაუბრია პარტიაში მიმდინარე პროცესებზე. არ ვიცი, აპირებს თუ არა რაიმე განცხადების გავრცელებას ამაზე”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ახალი მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, ვანო მერაბიშვილის ინტერესებს ამჟამად მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოში იცავს.