მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს

მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს. ეკონომიკური პორტალის, bpn.ge-ს ინფორმაციით, ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის - „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები“ თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, თუმცა 2019 წლისთვის 5,0%-მდე შემცირდება.

როგორც გამოცემა წერს, გასული წლის ივნისის ანგარიშის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0,7 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, 2018 წლისთვის კი 0,3 პროცენტით.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 და 2018 წლებისთვის. ბანკის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2,7%-ს შეადგენს, 2018 წლისთვის კი 2,9%-ს.

ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდა - 2,8% უნდა ყოფილიყო, 2018 წლისთვის კი - 3%.

„2008-2009 წლების ღრმა რეცესიის შემდეგ, 2016 წელი გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე სუსტი იყო“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.