ჩიკაგოში გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს მიმართა. პრეზიდენტმა ერს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამერიკელმა ხალხმა დემოკრატიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრტიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.
„ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერია, ვიდრე რვა წლის წინ იყო. უნდა გავუფრთხილდეთ დემოკრატიას და ღირებულებებს რაც დღემდე მოვიტანეთ, თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი უნდა შეიტანოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში” , - განაცხადა ობამამ.