ლევან თარხნიშვილი ადასტურებს, რომ უახლოეს ორ დღეში გაკეთდება განცხადება 7-ათასიანი ყრილობის მოწინააღმდეგეთა გეგმების შესახებ

ლევან თარხნიშვილი ადასტურებს, რომ უახლოეს ორ დღეში გაკეთდება განცხადება 7-ათასიანი ყრილობის მოწინააღმდეგეთა გეგმების შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან თარხნიშვილი ადასტურებს, რომ უახლოეს ორ დღეში გაკეთდება განცხადება 7-ათასიანი ყრილობის მოწინააღმდეგეთა გეგმების შესახებ.

როგორც თარხნიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ფაქტია, რომ პარტიაში დაპირისპირებული ჯგუფის ხმები გაიყოფა.

„უგულავას გამოსვლის შემდეგ გარკვეული ტაიმაუტი ავიღეთ იმისთვის, რომ მიგვეცა შანსი მოლაპარაკებებისთვის. მოლაპარაკება არ შედგა და შანსი იმის, რომ შედგება, ძალიან მცირეა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. საბოლოო გადაწყვეტილება, როდის მოხდება ეს, ჯერ არ არის მიღებული. უახლოეს დღეებში გაკეთდება განცხადება. ჩვენი გზები გაიყოფა. საბოლოო განცხადება გაკეთდება ორ დღეში“, - განაცხადა თარხნიშვილმა.