რამდენიმე დღეში ”ნაციონალური მოძრაობის” ის ჯგუფი, რომელიც ახლა პარტიის მმართველობაშია, პარტიას დატოვებს

რამდენიმე დღეში ”ნაციონალური მოძრაობის” ის ჯგუფი, რომელიც ახლა პარტიის მმართველობაშია, პარტიას დატოვებს

რამდენიმე დღეში ”ნაციონალური მოძრაობის” ის ჯგუფი, რომელიც ახლა პარტიის მმართველობაშია, პარტიას დატოვებს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია აცხადებს.

როგორც მელიამ ”იმედის” გადაცემა ”ქრონიკაში” განმარტა, მათი ეს გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ 20 იანვრის ყრილობაზე როგორც ძლიერი გუნდი ვერ იქნებიან წარმოდგენილი, მათი წინადადებები ვერ გავა და დამარცხდებიან.

მისივე თქმით, ახლა ისინი იმ მომენტს ელოდებიან, როდესაც ექნებათ შესაძლებლობა, პარტია კარის მოჯახუნების პრინციპით დატოვონ.

”მე მხოლოდ გამიხარდება თუ ის ჯგუფი, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობას” დატოვებს, რაიმე წარმატებას მიაღწევს. მიმაჩნია, რომ მათი გზა იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის გზა და არ იქნებიან ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები. არის უდიდესი შეცდომა, რომ მათ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვება გადაწყვიტეს”, - აღნიშნა მელიამ.