ვინც იმ წლების განმავლობაში ძალადობაზე ხმას არ იღებდა, დღეს ძალადობაზე ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია

ვინც იმ წლების განმავლობაში ძალადობაზე ხმას არ იღებდა, დღეს ძალადობაზე ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია

იმას, ვინც იმ წლების განმავლობაში ძალადობაზე ხმას არ იღებდა, დღეს ძალადობაზე ლაპარაკის არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსულმა გიორგი გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ის დაესწრება საკუთარი ძმის შვილის, რატი გაჩეჩილაძის პროცესს. რაც შეეხება იმას, აღმკვეთი ღონისძიების თუ რა ფორმას ითხოვს ოჯახი, ამ შეკითხვაზე გიორგი გაჩეჩილაძემ ჟურნალისტების არ უპასუხა.

რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა კი, პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაჩეჩილაძეების ოჯახი მოითხოვს, აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი სახე არ იყოს გამოყენებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მოითხოვს გირაოს, გელაშვილის თქმით, ოჯახი 1000 ლარის ოდენობის გირაოს შესთავაზებს.