მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების ინიციატივაზე:   ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი ორ დიდ ინტერესს შორის

მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების ინიციატივაზე: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი ორ დიდ ინტერესს შორის

ჩვენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივების მისაღებობაზე ვისაუბროთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ხელს არ შეუშლის იმ გამოწვევებს, რაც არის რეგიონში და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კამპანია ”ეს შენ გეხებასა” და იურიდიული საკითხთა კომიტეტის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, უნდა შენარჩუნდეს ბალანსი ორ დიდ ინტერესს შორის, უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

”ჩვენ რომ ამ საკითხის მისაღებობაზე ვისაუბროთ, უნდა დავრწმუნდეთ რომ ეს ხელს არ შეუშლის იმ გამოწვევებს რაც არის როგორც რეგიონში, ისე ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ბალანსი ორ დიდ ინტერესს შორის, ერთი არის უსაფრთხოების ინტერესი და ამ მხრივ, არ უნდა დავაზარალოთ სამართალდამცველი ორგანოების მოქმედებები, მეორე მხრივ კი, არის ის უპირატესი ინტერესი, რაც არის ადამიანის უფლებების დაცვა”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა თუ ვის ხელში უნდა იყოს ე.წ. გასაღები.

”უნდა მოვნახოთ აუცილებელი ოქროს შუალედი, რომელიც ჩემს მიერ ნათქვამი ინტერესების დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს”, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

კამპანია ”ეს შენ გეხება” მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარული მოსმენის გასაღები დამოუკიდებელი სააგენტოს ხელში უნდა იყოს.

როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და კამპანის წევრებს შორის შეხვედრამდე საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა, აღნიშნული დამოუკიდებელი სააგენტო უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტის მიერ. მისივე განცხადებით, დამოუკიდებელ სააგენტოს არ ექნება ინტერესი, რომ ბოროტად გამოიყენოს გასაღები და შესაბამისად, მოქალაქეთა პირადი ცხოვრება უფრო მაღალი სტანდარტით იქნება დაცული, ვიდრე დღეს არის.