მიხეილ სააკაშვილი“ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
ბობოხიძის აზრით, პროცესი, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, აწყობს როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ბიძინა ივანიშვილს. როგორც ბობოხიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, “სამწუხარო თანხვედრაა“.
“პარტიის ე.წ. მეორე მხარეს არაფერის ორგანიზება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე არ ხდება. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის დაშლაზე პასუხისმგებლობას თავიდან ვერ აიცილებს. “ნაციონალური მოძრაობის“ ამ მდგომარეობაში ყოფნა ბიძინასაც აწყობს და მიშასაც აწყობს. ეს სამწუხარო თანხვედრაა - ოღონდ ერთს აწყობს სხვა მოტივით და მეორეს - სხვა მოტივით. ერთი მოტივი კი, ორივეს საერთო აქვს - ორივეს უნდა პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს მარტო ორი ფიგურა და ორი მოთამაშე - მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ეს როგორც ჩანს, ორივეს ინტერესებში შედის, თუმცა ეს ურთიერთანხმობით კი არ ხდება, არამედ ეს ინტერესებით უბრალოდ დაემთხვა ერთმანეთს. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ და ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ლიდერად მის გარდა არავინ არ უნდა ჩამოყალიბდეს. ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს, მუდმივად მისი მყარი პარტნიორი მიხეილ სააკაშვილი იყოს და არა გამოჩნდეს არავინ სხვა“, - აცხადებს ბობოხიძე.