ლევან გაჩეჩილაძის შვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა

ლევან გაჩეჩილაძის შვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა

ლევან გაჩეჩილაძის შვილის, რატი გაჩეჩილაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა, - ამის შესახებ რატი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. 
"ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში", - წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.

ნიკა გვარამიაზე თავდასხმა დღეს საღმოს მოხდა. "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.