ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ”ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, თავდასხმა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

”შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. მაშინვე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს”, - წერს ნიკა გვარამია.