გიგი უგულავამ თვითონ აღიარა დანაშაული, თქვა, რომ სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა

გიგი უგულავამ თვითონ აღიარა დანაშაული, თქვა, რომ სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა

გიგი უგულავამ თვითონ აღიარა დანაშაული, თქვა, რომ სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება გიგი უგულავას პოლიტიკაში დაბრუნებას, აკაკი ზოიძის განცხადებით, „ბატონი გიგი რას გააკეთებს, მისი საქმეა“.

„რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, აქ ერთმნიშვნელოვანია, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს. მან თვითონ აღიარა დანაშაული. თქვა, რომ სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა. სხვა კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ საერთოდ ჰუმანური თვალსაზრისით ადამიანი ციხიდან რომ გამოდის, მისასამლებელია, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ მის მოსაზრებას, რომ პოლიტპატიმარი გახდა, ჩემი აზრით, ეს საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა ზოიძემ.