კახა კალაძემ საშობაო კონცერტზე კვინიკაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სახლით დაასაჩუქრა.

კახა კალაძემ საშობაო კონცერტზე კვინიკაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სახლით დაასაჩუქრა.

ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მხარდაჭერით სამტრედიაში საშობაო კონცერტი გაიმართა. კახა კალაძემ სამტრედიელებს შობა-ახალი წელი მიულოცა და  ირინა და დათო კვინიკაძეების 5 შვილიანი ოჯახი სახლით დაასაჩუქრა. კვინიკაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს და მეხუთე შვილი სულ ახალახანს შეეძინათ. კონცერტში საზოგადეობისთვის ცნობილი სახეები და მომღერლები მონაწილეობდნენ.  კონცერტის წამყვანები იყვნენ იუმორისტები ფაქო და ამიკო, ხოლო მონაწილეობდნენ: სოფო ბედია, ბესო ბერულაშვილი, „გუფი ლენდი“, ქსოვრელები, დათუნა სირბილაძე  და „ქუჩის ბიჭები“. კონცერტი დაასრულა  Dj დავით მაჩაიძემ. კახა კალაძის ინიციატივით საშობაო კონცერტები სამტრედიაში ტრადიციად იქცა. კახა კალაძე სამტრედიელებს ყოველ შობას  კონცერტით ულოცავს.