ვარდების მოედნიდან საშობაო ალილო დაიწყო

ვარდების მოედნიდან საშობაო ალილო დაიწყო

ვარდების მოედნიდან საშობაო ალილო დაიწყო. მსვლელობას წინ თეთრ სტიქარში ჩაცმული ბავშვები მიუძღვიან, მათ უკან კი მწყემსები და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები მიდიან.

მსვლელობა თეატრალიზებულია, მასში მონაწილოებენ ასევე სასულიერო პირები.

ალილოს მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია.

მსვლელობის მონაწილეები მოქალაქეებს მისალოც ბარათებს ურიგებენ.

ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.

შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ შემდეგ კი, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია აღდგა.