ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიიდან 6 პირის შესაძლო ამოღება, ნინო კალანდაძის პარლამენტში სავარაუდო შესვლას უკავშირდება

ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიიდან 6 პირის შესაძლო ამოღება, ნინო კალანდაძის პარლამენტში სავარაუდო შესვლას უკავშირდება

”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ბეჟაშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი მანდატის დატოვებას აპირებს და ერთ-ერთის ნაცვლად პარლამენტში შესვლა უწევდა ნინო კალანდაძეს. ბეჟაშვილი ვარაუდობს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის გადაწყვეტილება პარტიული სიიდან 6 პირის ამოღების შესახებ სწორედ ამას უკავშირდება და სხვა არაფერია, თუ არა შურისძიება.

ნინო კალანდაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ერთი დეპუტატი ნამდვილად აპირებს მანდატის დატოვებას და მის ნაცვლად სწორედ თვითონ უნდა შესულიყო პარლამენტში. პარტიის წევრის თქმით, ის არ ებღაუჭება თანამდებობას და ეს ყველაფერი გადამწყვეტი არ არის.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან ამოღებული იქნას 6 პირი - ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, დავით კირკიტაძე, ირაკლი ნადირაძე, პეტრე ცისკარიშვილი და ეკა ხერხეულიძე.