ბარაქ ობამა:  „რესპუბლიკელები“ ვლადიმერ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს“

ბარაქ ობამა: „რესპუბლიკელები“ ვლადიმერ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს“

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა შეშფოთებულია, რომ „რესპუბლიკელები“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე „დემოკრატებს“.

„რუსებს სურდათ არჩევნებში ჩარევა და ჩაერიენ კიდეც. რაც მე მაწუხებს არის ის, რომ ბოლო დროს დავინახეთ, რომ „რესპუბლიკელები“ ან ექსპერტები, კომენტატორები ტელევიზიაში, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე თავიანთ თანამოქალაქეებს ამერიკელებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თანამოქალაქეები „დემოკრატები“ არიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ტელეარხ ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ასეთი არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ ყველა ერთ გუნდში ვართ. ვლადიმერ პუტინი ჩვენს გუნდში არ არის“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გუშინ აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს ანგარიში რუსეთის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თაობაზე.